პაროლის აღდგენა
მომსახურების არეალი

მომსახურების წესები

მოხმარების წესები და პირობები
გაამოთ.ge-ს პროდუქტისა და სერვისის მიღებამდე, გთხოვთ გაეცნოთ მოხმარების წესებსა და პირობებს (ხელშეკრულება) და მხოლოდ თანხმობის შემთხვევაში განაგრძოთ შეკვეთის პროცედურა.

ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე მოხმარების წესები ადგენს იმ პირობებს, რომლებიც „გაამოთ.ge“-სა და მომხმარებელს შორის ურთიერთობას არეგულირებს.
2. „გაამოთ.ge“ წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომლის რეკვიზიტებია: შპს "გაამოთ.ჯი", საიდენტიფიკაციო ნომერი: 402043524 იურიდიული მისამართი: აკ. წერეთლის გამზ. 87ბ, თბილისი 0119, საქართველო, ვებ-გვერდი: http://gaamot.ge
3. მოხმარების წესებსა და პირობებში გამოყენებული სიტყვები „კომპანია“ და „ჩვენ“, გულისხმობს შპს „გაამოთ.ჯი“-ს.
4. მოხმარების წესებსა და პირობებში გამოყენებული სიტყვები „მომხმარებელი“, „შემკვეთი“ და „თქვენ“ გულისხმობს გაამოთ.ge-ს სერვისისა და პროდუქტის მიმღებ პირს.
5. მოხმარების წესებსა და პირობებში გამოყენებული სიტყვა „პროდუქცია“ გულისხმობს ნებისმიერ პროდუქტს / საქონელს რომელსაც ჩვენ გთავაზობთ გასაყიდად და/ან უსასყიდლოდ რაიმე აქციის ფარგლებში ჩვენს ვებ-გვერდზე.
6. მოხმარების წესებსა და პირობებში გამოყენებული სიტყვა „სერვისი“ არის ნებისმიერი მომსახურეობა, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ და რომელიც თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით.
7. თქვენ მიერ გაამოთ.ge-ს საიტზე შესვლა და ამ ვებ-გვერდზე შემოთავაზებული პროდუქტისა და სერვისის შეკვეთა გულისხმობს, რომ თქვენ ეთანხმებით და მზად ხართ შეასრულოთ და წინამდებარე მოხმარების წესებსი და პირობები.
8. გაამოთ.ge-ს სერვისი და შესაბამისად პროდუქტები და მომსახურება განიცდის მუდმივ ცვლილებას და ადაპტაციას მომხმარებლისა და ბიზნეს მოდელის მოთხოვნებთან შესაბამისობაში, აქედან გამომდინარე გაამოთ.ge უფლებას იტოვებს ნებისმიერ დროს შეცვალოს მომსახურების პირობები, პროდუქტები ან გააუქმოს სერვისი.

გარიგების საგანი
1. გაამოთ.ge-სა და თქვენ შორის ურთიერთობა ეფუძნება ხელშკერულებას, რომელიც დადებულად ითვლება, წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობისთანავე. წინამდებარე მოხმარების წესები და პირობები არის ხელშეკრულების პირობები.
2. ხელშეკრულების საგანი არის, გაამოთ.ge-ს მიერ მის ვებ-გვერდზე შემოთავაზებული პროდუქტი და ამ პროდუქტის თქვენთვის სასურველ ადგილზე მიტანის მომსახურება, რის სანაცვლოდაც თქვენ იხდით წინასწარ განსაზღვრულ თანხას. ასევე შესაძლოა პერიოდულად მოხდეს პროდუქტებისა და სერვისების ჩამონათვალის განახლება.
3. ჩვენს ვებ-გვერდზე, პერიოდულად ახლდება იმ კერძებისა და სასმელების ჩამონათვალი, რაც კონკრეტულ დღეს წარმოადგენს ჩვენ შემოთავაზებულ პროდუქტს.
4. შეკვეთის განხორციელების წესი:
4.1 ვებ გვერდზე აუცილებელია ელექტრონული რეგისტრაციის გავლა დადგენილი წესით.
4.2 სასურველი პროდუქტის არჩევის შემდეგ, კომპიუტერის ან სმარტფონის გამოყენებით ირჩევთ მას.
4.3 კერძის არჩევის შემდეგ, რუკაზე ზუსტად უთითებთ იმ ადგილს, სადაც გსურთ პროდუქტის მიღება.
4.4 საკრედიტო/სადებეტო ბარათის მეშვეობით იხდით შეკვეთის საფაურს.
4.5 შეკვეთილ პროდუქტს, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში, თქვენთვის სასურველ მისამართზე, ჩვენი კურიერი გადმოგცემთ. პროდუქტის გადმოცემისას კურიერს შესაძლოა დასჭირდეს შემკვეთის სახელის ან სხვა მონაცემის გადამოწმება.
5. გაამოთ.ge აცხადებს, რომ მისი პროდუქტი განკუთვნილია პირადი მოხმარებისათვის და რეკომენდებულია მათი მოხმარება მიღებიდან 0.5 საათის განმავლობაში.

გაამოთ.ge იღებს ვალდებულებას:
1. მიიღოს თქვენი შეკვეთა და შეასრულოს იგი იმ შემთხვევაში თუ მოცემულ მომენტში აქვს თავისუფალი პროდუქტის საკმარისი რაოდენობა, რის შესახებ ინფორმაცია როგორც წესი ეთითება ვებ გვერდზე და ხელმისაწვდომია შეკვეთის განხორციელებისას.
2. უზრუნველყოს შეთანხმებული პროდუქტის მიწოდება დამკვეთის მიერ მითითებულ მისამართზე.
3. შეკვეთის მიღებიდან დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში მიაწოდოს პროდუქტი შემკვეთს.
4. იზრუნოს მისთვის გადაცემული მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვაზე.
5. იმ შემთხვევაში, თუ საგაზაო მოძრაობის შეფერხების ან სხვა მიზეზის გამო პროდუქტის მიტანის დრო იცვლება, ან შეუძლებელი ხდება მიტანა, ტელეფონით (ზარი, sms) აცნობოს ამის შესახებ მომხმარებელს და შეათანხმოს დამატებითი დრო, ხოლო თუ მხოლოდ ზემოთ აღნიშნული მიზეზის გამო მომხმარებელს დაეკარგა ინტერესი შეკვეთის მიმართ გააუქმოს შეკვეთა და იმავე საბარათე ანგარიშზე დააბრუნოს თანხა საიდანაც მოხდა ანგარიშსწორება.

მომხმარებელი იღებს ვალდებულებას:
1. კომპანიას მიაწოდოს მისი ზუსტი და სანდო პერსონალური მონაცემები:
1.1 ტელეფონის ნომერი.
1.2 საკუთარი სახელი, გვარი.
2. არ გადასცეს მისი მომხმარებლის მონაცემები მესამე პირებს.
3. მხოლოდ საკუთარი და/ან ნებადართული პირის კუთვნილი საბანკო ბარათით განახორციელოს გადახდა.
4. მოქმედებდეს როგორც მიმღები პირი და არ წარმოადგენდეს სხვა მხარის აგენტს.
5. მითითებულ დროს გავიდეს შენობიდან გაამოთ.ge-ს ამოსაცნობიანი ნიშნების მანქანასთან და მიიღოს პროდუქტი კურიერისგან იმ მისამართზე (შენობის შესასვლელთან ახლოს, სადამდეც შესაძლებელია ავტომობილით მისვლა და გაჩერება) ან მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც დააფიქსირა შეკვეთისას.
6. მიღებული პროდუქტი გამოიყენოს პირადი მოხმარებისათვის და არ გაყიდოს ან არ გაასხვისოს სხვა ფორმით.
7. კურიერის მოსვლიდან და მომხმარებლის მხრიდან 15 წუთი ლოდინის გადაცილების შემთხვევაში, თუ მომხმარებელი დროულად არ შეხვდა კურიერს მითითებულ (ახლო მდებარე) მისამართზე, კომპანია იღებს სრულ უფლებას რომ მიმდინარე შეკვეთა დაასრულოს, კურიერმა დატოვოს მითითებული მისამართი და კომპანიამ გადახდილი თანხის ანაზღაურება არ მოახდინოს.

შეკვეთის განხორციელების წესი
1. თქვენ სტუმრობთ ჩვენს ვებ-გვერდს - www.gaamot.ge.
2. გადიხართ რეგისტრაციას ჩვენს ვებ-გვერდზე, რაც გულისხმობს: ტელეფონის ნომრის, სახელი, გვარის და მომხმარებლის პაროლის დაფიქსირებას, რომლითაც გექნებათ წვდომა თქვენს ანგარიშთან.
3. ირჩევთ იმ პროდუქტს/პროდუქტებს, რომლის მიღებაც გსურთ. არჩეულ პროდუქტს ნიშნავთ და უთითებთ მის სასურველ რაოდენობას. ვინაიდან გაამოთ.ge-ს სერვისი მხოლოდ გარკვეულ ტერიტორიას ფარავს, მოწოდება მოხდება მხოლოდ ამ ტერიტორიის ფარგლებში, იმ პირობით, რომ საავტომობილო საჯარო გზით მისვლა ადგილამდე შესაძლებელია. შესაბამისი დაფარვის ზონა მუდმივად განახლებადია და იხილავთ ჩვენს ვებ-გვერდზე.
4. ახორციელებთ გადახდას თქვენი საკრედიტო/სადებეტო ბარათით.
5. შეკვეთის დამადასტურებელი შეტყობინება ჩნდება თქვენს ეკრანზე.
6. შეკვეთის განხორციელების პროცედურა არის სტანდარტული და ხორციელდება მხოლოდ გაამოთ.ge-ს საიტიდან.
7. კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას იმ შეკვეთების თაობაზე, რომელიც მოხდება სხვა ფორმით გარდა ვებ გვერდზე და ამ წესებში მითითებული ფორმისა.

გადახდა
1. თითოეული პროდუქტის ფასი, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ მითითებულია ჩვენს ვებ-გვერდზე.
2. ჩვენს ვებ-გვედზე მოცემული ყველა ფასი, მათი გამოქვეყნების დროისათვის, არის სწორი.
3. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, მომავალში შევცვალოთ პროდუქტის ფასები წინასწარი შეტყობინების გარეშე.
4. ვებ-გვერდზე მოცემული ფასები მოიცავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.
5. გადახდა წარმოებს მხოლოდ ონლაინ რეჟიმში, მხოლოდ თქვენი ან მესაკუთრის მიერ თქვენზე სათანადო ფორმით მონდობილი საკრედიტო/სადებეტო ბარათით.
6. სასურველი პროდუქტის შეკვეთის და შესაბამისი საფასურის გადახდისთანავე თქვენ იძენთ პროდუქტს და მისი ადგილზე მიტანის სერვისს.
7. ადგილზე მიტანის სერვისის საფასური ასახულია პროდუქტის ღირებულებაში.
8. გადახდისას გამოიყენება VISA და MASTERCARD-ის მიერ დადგენილი წესები და სტანდარტი.
9. თანხის დაბრუნება ხორციელდება მხოლოდ კომპანიის მიერ სერვისის არ განხორციელების, გაუქმების, შეკვეთილი პროდუქტის მიუწოდებლობის შედეგად და არ ვრცელდება მცირედი დაგვიანების, შეფერხების ან სხვა შემთხვევებზე, როცა შეკვეთა არსებითად სრულდება და დამკვეთი ღებულობს მას.
10
. თუ კურიერმა შეკვეთილი პროდუქტის ნაცვლად სხვა პროდუქტი მოგაწოდათ, თქვენ უფლება გაქვთ არ ჩაიბაროთ ის, მოითხოვოთ შეკვეთილი პროდუქტის მიღება, ან ჩვენ უზრუნველვყოფთ, თქვენ მიერ გადახდილი თანხის გამოყენებას მომავალი შეკვეთისას ან მის დაბრუნებას.
11. მისამართის უზუსტობის გამო სერვისის კომპანიის მიერ გაუქმების შემთხვევაში, მომხმარებელს გადახდილი თანხა არ დაუბრუნდება.
12. თანხის დაბრუნება ხორციელდება, თანხის მხოლოდ იმავე ანგარიშზე დაბრუნებით, საიდანაც იყო გადახდილი.
13. ანაზღაურება განხორციელდება, სერვისის გაუქმებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში.

პასუხისმგებლობა
1. გაამოთ.ge პასუხისმგებელია, რომ მის მიერ მოწოდებული პროდუქტი შეესაბამება საქართველოში ამ პროდუქტისათვის დადგენილ ხარისხის სტანდარტებს, დამზადებულია მაღალტექნოლოგიურ სამზარეულოში, ჰიგიენის ნორმების სრული დაცვით.
2. გაამოთ.ge პასუხისმგებელია რომ პროდუქტში შემავალი ინგრედიენტები შეძენილია კომპანიებისგან, რომელთა იდენტიფიცირებაც შესაძლებელია და პროდუქტის შერჩევისას გამოყენებულია გონივრული წინდახედულება, ხდება პროდუქტის ვიზუალური და გარეგანი დათვალიერება. გაამოთ.ge არ ახორციელებს მის მიერ გამოყენებული პროდუქტების ლაბორატორიულ შემოწმებას.
3. გაამოთ.ge პასუხს არ აგებს იმ შეთხვევაში, თუ მომხმარებელს აქვს ალერგია, ან რაიმე განსაკუთრებული დამოკიდებულება შეძენილი საკვები პროდუქტის ან მასში შემავალი ინგრედიენტების მიმართ. საკვები მზადდება როგორც წესი სტანდარტული რეცეპტების მიხედვით, თუმცა შესაძლოა შეიცავდეს დამატებით საკმაზებს ან დანამატებს, რომლებიც პროდუქტს განსაკუთრებულ გემოს სძენს. პროდუქტში შემავალი ძირითადი ინგრედიენტების შესახებ ინფორმაცია მოცემულია თითოეული პროდუქტის აღწერილობაში, თუმცა ყველა ინგრედიენტის შესახებ ინფორმაცია შესაძლოა დაწვრილებით არ იყოს მოცემული. ამიტომ, პირებს განსაკუთრებული საკვები მოთხოვნილებებით ვურჩევთ უშუალოდ კომპანიაში გადაამოწმონ ინფორმაცია ან თავი შეიკავონ პროდუქტის მიღებისაგან.
4. გაამოთ.ge პასუხს არ აგებს პროდუქტის მიწოდების დაგვიანების გამო მიყენებული შესაძლო პირდაპირი და/ან არაპირდაპირი ზიანისათვის. ასეთ შემთხვევაში არ ანაზღაურდება შეკვეთისას გადახდილი ღირებულება.

პერსონალური მონაცემები
1. ჩვენ ვიზრუნებთ მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვაზე და ვიღებთ ვალდებულებას არ გადავცეთ თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები მესამე მხარეებს.
2. ჩვენ ვერ ვიქნებით პასუხისმგებელი იმ ზიანზე, რომელიც თქვენ შეიძლება მოგადგეთ, იმ შემთხევაში, თუ თქვენ თავად მიანდობთ თქვენი მომხმარებლის მონაცემებს მესამე პირს.
3. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას ამ სერვისის ფარგლებში დავამუშაოთ მხოლოდ ის პერსონალური მონაცემები, რომლებიც სავალდებულოა მომსახურების გასაწევად, კონკერტულად: მომხარებლის სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ის მისამართი, სადაც სურს სასურველი პროდუქტის მიღება.
3.1 თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია აუცილებელია, რათა შეძენილი პროდუქტის დანიშნულების ადგილზე მიტანა შეგატყობინოთ, ასევე გეცნობოთ სერვისის მიღებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია.
3.2 თქვენი სახელი არის აუცილებელი, რათა პირადად ჩაგბარდეთ შეძენილი პროდუქტი.
4. შეკვეთის განხორციელებით, თქვენ ადასტურებთ, რომ იცით და ეთანხმებით გაამოთ.ge-სთვის პერსონალური მონაცემების იმ მოცულობით მიწოდებას, რაც აუცილებელია სერვისის მისაღებად (სახელი, გვარი, აქტიური ტელეფონის ნომერი, შეკვეთის მიწოდების მისამართი, საბანკო ბარათის ის მონაცემები,რაც აუცილებელია გადახდის დასამუშავებლად).

დასკვნითი დებულებები
1. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი სერვისის ხარისხზე და ვინტერესდებით თქვენი კმაყოფილებით/უკმაყოფილებით, გთხოვთ ნებისმიერი მოსაზრება გვაცნობოთ, ამ ელექტრონულ მისამართზე: contact@gaamot.ge
2. მოხმარების წესები და პირობები შედგენილია საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. ორივე მხარე (თქვენ და ჩვენ) ნებისმიერ გარუკვევლობას და/ან პრეტენზიას გადაწყვეტს მოლაპარაკების გზით. თუ შეთანხმება არ შედგება, დავა შეიძლება წარიმართოს სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

  • დაკეტილია
    11:30 - 17:00
  • დროებით დაკეტილია ️
  • გაამოთ.GE